top of page

მომსახურება და გარანტია

მიტანის სერვისი

თბილისის მასშტაბით-მისამართზე მიტანა და ნებისმიერ სართულზე ატანა-უფასო.
ქალაქგარეთ-ტრანსპორტირების ღირებულება შეთანხმებით.

გარანტია

                                                      გარანტიის წესი და პირობები
გარანტია ვრცელდება:
 
  • კარის ფრთის,  ჩარჩოს, საპირეს (ნალიჩნიკი) კონსტრუქციაზე და მათი ზედაპირის დაფარვაზე, ასევე მაკომპლექტებელ ფურნიტურაზე (სახელური, მექანიზმი, ანჯამა..).
  • გარანტიის ვადა 12 თვე.
  • გარანტიის ვადა აითვლება მიტანის თარიღიდან (მიტანის თარიღად ითვლება სასაქონლო ზედნადების გაწერის თარიღი).
 
  1. ქარხანა/მწარმოებელი პასუხს აგებს კარის კომპლექტის გამართულ ფუნქციონირებაზე იმ შემთხვევაში, თუ  მონტაჟისა და ექსპლუატაციის პირობები სწორადაა დაცული
  2.   გარანტია კარის კომპლექტზე არ ვრცელდება/უქმდება შემდეგ შემთხვევაში:
  • თუ კარის კომპლექტზე შეიმჩნევა რაიმე სახის ზემოქმედების კვალი.
  • თვითნებური შეკეთების მცდელობა.
  • თუ შეიმჩნევა არასანქცირებული ცვლილებები პროდუქტის კონსტრუქციაზე.
  • თუ პროდუქტი გამოყენებული არ იქნება თავისი დანიშნულების შესაბამისად.
  • კარის კომპლექტის ექსპლუატაციის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
  • ზედაპირზე სხვადასხვა ნივთიერებისა და სითხეების მოხვედრის დროს, რაც გამოიწვევს ზედაპირის დაზიანებას.
  • სტიქიით, ხანძრით, წყლით და საყოფაცხოვრებო ფაქტორებით გამოწვეული დაზიანებების დროს.
  • არაკვალიფიციური მონტაჟის დროს.
  • არასწორი ტრანსპორტირების დროს.
  • არასწორი შენახვის, ექსპლუატაციის და მოვლის დროს.
  • არასწორი დასაწყობების დროს. განმარტება: სწორად დასაწყობებაში ითვლება მხოლოდ ჰორიზონტალურად დალაგებული კარი შემდეგი პირობების დაცვით, კარის ფრთების დასაწყობება / დალაგება სწორ, სუფთა და მშრალ ზედაპირზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში წყლის მოხვედრისგან დაცულ ადგილას შემდეგი თანმიმდევრობით, დიდი ზომის კარი თავსდება პატარა კარის ქვეშ და ერთმანეთზე ლაგდება შესაბამისად ზომის კლებადობის თანმიმდევრობით. მაქსიმალური კარის ფრთების რაოდენობა ერთმანეთზე დალაგებული არაუმეტეს 20 კარის ფრთისა.  
ექსპლუატაციის წესები
  1. კარის კომპლექტის ხანგრძლივი ექსპლუატაცია დამოკიდებულია არა მხოლოდ მისი მასალების ხარისხზე,  არამედ სწორ მოვლაზე ექსპლუატაციის დროს.
  2. ჩვენს მიერ წარმოებული კარის კომპლექტი მიეკუთვნება ნაკეთობას, რომელიც არის ნორმალური ტენიანობის მიმართ მედეგი. იმისთვის, რომ ჩვენი კარის კომპლექტი დიდი ხნის განმავლობაში გემსახუროთ, საჭიროა ექსპლუატაციის სივრცეში ჰაერის ტემპერატურის +15C -დან +35C - მდე და ჰაერის ტენიანობის 30% -დან  60% -მდე შენარჩუნება.
  3. აბაზანაში მონტაჟის შემთხვევაში აუცილებელია სივრცე ნიავდებოდეს ან ვენტილირდებოდეს.
  4. ექსპლუატაციის პროცესში ყოველდღიური ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კარის კომპლექტის ფერის ცვლილება.
  5. არ დააზიანოთ კარის კომპლექტი უხეში მექანიკური ზემოქმედებით, რაც გამოიწვევს კარის ზედაპირის დაზიანებას და სახის ცვლილებას.
  6. არ დაუშვათ ზედაპირის კონტაქტი საგნებთან, რომლის ტემპერატურა აღემატება 35C, ეს გამოიწვევს კონსტრუქციის  დეფორმაციას და კარების კომპლექტის ზედაპირის დაზიანებას ან/და აძრობას.
  7. არ დაიშვება ექსპლუატაცია ერთ მეტრზე ახლოს გამათბობლებთან ან სხვა სითბოს წყაროსთან.
  8. დაბინძურების შემთხვევაში კარის კომპლექტი შეიძლება გაიწმინდოს სპეციალური საწმენდი საშუალებით, რომელიც უშუალოდ გამოიყენება მოცემული ზედაპირების გასაწმენდად, ასევე სხვა ქიმიური საწმენდი საშუალებებით, რომლებიც განკუთვნილია ავეჯის მოვლისთვის. რეკომენდირებულია, კარის კომპლექტის დაბინძურებისას მისი მყისიერი გაწმენდა, ლაქების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
  9. აკრძალულია წყლის მოხვედრა კარის კომპლექტის დეტალებთან, ამან შეიძლება გამოიწვიოს ტენიანობის მატება და დეფორმაცია.
  10.  აკრძალულია კარის კომპლექტის წმენდისას აგრესიული ნივთიერებების, გამხსნელის და ლაქების ამომყვანი საშუალებების გამოყენება.
  11. არ დაიშვება კარის კომპლექტის ზედაპირზე ისეთი ნივთიერებების მოხვედრა, როგორებიცაა: სპირტი, ბენზინი, აცეტონი, მჟავა და ა.შ.
პროდუქციასა და მომსახურებაზე-1 წელი
bottom of page